მინდა, ყველას ვუსურვო ისეთი საარჩევნო გარემო, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული, - ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა საუბრობს, რომელმაც 4 ნოემბერს, საიას სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა.
მინდა, ვუსურვო ყველას, ყველა ჩვენგანს, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოს და სარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული...
საარჩევნო პროცესში და ზოგადად, კანონმდებლობაშიც შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რომელიც მოითხოვდეს უფრო მეტ დახვეწას. სრულყოფილება შეიძლება არ არსებობდეს და ვერ მივაღწიოთ ამ მხრივ კანონმდებლობის უნაკლობას, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი, - განაცხადა ხუჭუამ.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე ხუჭუამ კი განაცხადა: "ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა".
ხუჭუას ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური: "სიმართლე სინათლეა"
იხილეთ ასევე: