რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 79 "შაჰიდიდან" 48 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 79 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 48 ჩამოაგდეს, 30 სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 1 კი რუსეთში დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და ორი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი Kh-59/69 ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავას, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიჰივისა და ხმელნიცკის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი