იმ დღეს თუ იფიქრა რომ მისი არჩევანის ფარულობა იყო დარღვეული, როდესაც ხმა მისცა?! თუ მას შემდეგ რაც საიამ თქვა...?! | პაპუაშვილი მოსამართლე ხუჭუაზე

გამოქვეყნდა:

არ ვიცი სად მისცა ხმა, მაგრამ თუ იქ მისცა [თეთრიწყარო] გამოდის, რომ საკუთარი ხმის გაუქმებასაც დაუჭირა მხარი - აცხადებს შალვა პაპუაშვილი თეთრიწყაროსა და წალკაში, 30- მდე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გუშინ მიიღო. იქამდე კი მან სასამართლო დარბაზში ექსპერიმენტი ჩაატარა.

დარწმუნებული ვარ, თავად ეს მოსამართლეც იქნებოდა არჩევნებზე. საინტერესოა, ის თავად თუ ფიქრობს, რომ მისი არჩევანის ფარულობა იყო დარღვეული, იმ დღეს თუ იფიქრა, როდესაც ხმა მისცა?! ხომ მისცა ხმა?!  და ის როგორც მოსამართლე დაფიქრდა იმ დღეს რომ ჩემი არჩევანის ფარულობა არის დარღვეულიო თუ მას შემდეგ რაც საიამ თქვა, რომ არის დარღვეული, ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ მართლაც მისი მის ფარულობა იყო დარღვეული. " თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. 

საარჩევნო ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციოში ასაჩივრებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი