ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო | ნონა ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

გორის სასამართლომ კი, 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ სამართლიანი "არჩევნების სარჩელი" დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი