7 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთს ეწვევა

გამოქვეყნდა:

ომის დაწყების შემდეგ პირველად, 7 ნოემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთს ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, ის ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავა, რომელზეც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიიწვიეს.

“მადლობელი ვარ მოწვევისთვის. და განვიხილავთ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ახალ შესაძლებლობებს ყველა პარტნიორისთვის. იქნება რიგი შეხვედრები, რიგი შეთანხმებულობები ევროპულ ლიდერებთან,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი