მაკრონმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

მაკრონმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე ტელეფონით ესაუბრა - ელისეის სასახლის მრჩევლის ინფორმაციით, აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან საუბრისას მაკრონმა ხაზი აშშ-ისა და ევროპის გამოწვევებთან ერთობლივი გამკლავების მნიშვნელობას გაუსვა.

მათივე ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას განიხილავს და რუსეთის ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით აპირებს. 

უცხოური მედია წერს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა და ფრანგული წყაროები აღნიშნულ კომუნიკაციას ახასიათებენ როგორც "თბილ საუბარს" და "ძალიან კარგ გაცვლას".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი