"შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას" | ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკიმ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისივე თქმით პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.

"შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მას მივულოცე ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება - მისმა არაჩვეულებრივმა კამპანიამ გახადა ეს შედეგი შესაძლებელი. ვაფასებ მის ოჯახსა და გუნდს ამ დიდი შრომისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო დიალოგსა და გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვისა და სამართლიანი მშვიდობისთვის" - წერს ზელენსკი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი