სააპელაციოში 6 ნოემბერს 16:00 საათზე დაწყებული სხდომა 7 ნოემბრის 13:00 საათზე დასრულდა | მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდნენ

გამოქვეყნდა:

არჩევნების გაყალბების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, რომელიც 6 ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყო 7 ნოემბრის 13:00 საათზე დასრულდა.  მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"სხდომა დასრულდა, გავიდნენ გადაწყვეტილების გამოსატანად" - წერს ნონა ქურდოვანიძე.

სააპელაციო ინსტანცია ერთიანად განიხილავდა საიასა და ჩემი ხმა ევროკავშირის მიერ წარდგენილ 26 სარჩელს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს შეეხებოდა. სასამართლო სხდომაზე თითქმის 20 საათი ახსნა-განმარტებებს დაეთმო. მტკიცებულებების გამოკვლევაზე კი ბოლო ერთი საათის განმავლობაში გადავიდნენ.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი