22-საათიანი განხილვისა და 2-საათიანი ფიქრის შემდეგ, მოსამართლეებს მხოლოდ 2 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებისთვის წინასწარ პროგნოზირებადი უარი ეთქვათ. იმავდროულად კი სრულად გაეზიარებინათ ცესკოს არგუმენტები და გაეუქმებინათ ერთადერთი მოსამართლის გამბედავი გადაწყვეტილება.  

მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლეებს განმარტება არ გაუკეთებიათ. გოჩა დიდავას, დავით ახალბედაშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არგუმენტებს მხარე მხოლოდ გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ გაიგებს. თუმცა ეს ფორმალური იქნება. ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი სხდომიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმნიშვნელოვანესი დადასტურება მიიღეს - ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაუქმებულია. 

26 ოქტომბერს დაფიქსირებული დარღვევები ათეულობით ტომში იყო გაერთიანებული. მოსარჩელეებს საქმის ასეულობით ფურცელზე ჰქონდათ აღბეჭდილი, როგორ გააყალბა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები. რა მეთოდები გამოიყენეს ხმების მოსაპარავად და როგორ უშლიდნენ ხელს დამკვირვებლებს. ყველა ამ მძიმე დარღვევაზე მთელი ღამე იმსჯელეს, მტკიცებულებები კონკრეტული უბნების მიხედვით გაიარეს თუმცა უშედეგოდ. 

სამაგიეროდ სასამართლომ უპრობლემოდ გაიზიარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნა ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებაზე. ცესკო ამტკიცებდა, რომ ის რაც მოსამართლე ხუჭუამ სხდომათა დარბაზში გააკეთა, სამართლიანი არ იყო. მის გასაბათილებლად და იმის სამტკიცებლად, რომ ფარულობა დაცული იყო, ახალი ექსპერიმენტი თავად ჩაატარა. მიიტანა აპარატურა, ბიულეტენები კი ჯერ ცესკოს კარგად დატრენინგებულ თანამშრომლებს შეაცურებინა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი