ზაპოროჟიეზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დაშავდა 18 ადამიანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. ნანგრევებში შესაძლოა, მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის ძალებმა ქალაქზე იერიში საავიაციო ბომბებით მიიტანეს. დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები და დაზიანებულია ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა.
"რუსეთის თითოეული დარტყმა არა მხოლოდ კლავს ადამიანებს და ანადგურებს სიცოცხლეს, არამედ ასევე ანადგურებს ნებისმიერი სიტყვების აზრს იმის შესახებ, თითქოს არ არის საკმარისი რუსეთთან მოლაპარაკებები, კრემლში რაღაც ზარები. იქ ადამიანების დაღუპვით სიამოვნებას იღებენ. სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა არის შესაძლებლობა, გაანადგუროს რუსული სამხედრო ავიაცია, უკრაინისთვის ოკუპანტის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების ნებართვა არის სიცოცხლის ნამდვილი დაცვა", – წერს ზელენსკი.