უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, ამ მორიგი გაცვლისას უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელ სამხედროებს შორის 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 - ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში, იქნა ნაპოვნი.