თეთრმა სახლმა ამერიკელი სამხედროების მიერ უკრაინაში აშშ-ის იარაღის შეკეთების დე-ფაქტო აკრძალვა გააუქმა

გამოქვეყნდა:

თეთრმა სახლმა ამერიკელი სამხედროების მიერ უკრაინაში აშშ-ის მიწოდებული იარაღის, განსაკუთრებით, F16 მოიერიშე თვითმფრინავებისა და პატრიოტების საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთების დე-ფაქტო აკრძალვა გააუქმა - ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ არჩევნებამდე შემუშავებული ეს პოლიტიკა პენტაგონს, 2022 წლის შემდეგ პირველად, მისცემს საშუალებას, ამერიკულმა კომპანიებმა კონტრაქტები გააფორმოს. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა არსებულ პოლიტიკას დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც იანვარში პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს. როგორც მან აღნიშნა, მისი ხელისუფლებაში დაბრუნებიდან 24 საათში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი