ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. ის ამ წუთებში ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. 

მღებრიშვილი ცხინვალის ციხეში 86 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მღებრიშვილს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. 8 დღის შემდეგ კი ის საკუთარ სახლში შეძლებს დაბრუნებას.

შეგახსენებთ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებზე გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.

მას ე.წ. სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მღებრიშვილს სასჯელის ვადა 10 დღეში ეწურებოდა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი