WP: ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ.

ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად.

ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, უკრაინის მთავრობა ინფორმირებული იყო პუტინთან საუბრის შესახებ და არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა საუბრის გამართვასთან დაკავშირებით. 

გამოცემის ინფორმაციით, პირად საუბრებში ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის აღებული ტერიტორიების ნაწილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი