ოქტომბერში დაღუპული ან დაშავებული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, დღიურად საშუალოდ 1500 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი ადმირალი ენტონი რადაკინი ავრცელებს.
მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მოსკოვი ფრონტზე დაღუპულთა ან დაშვებულთა რაოდენობას არ ასაჯაროებს, დასავლეთში ოფიცილაური პირები ამბობენ, რომ ოქტომბრის თვე რუსი ოკუპანტებისთვის ძალიან მძიმე იყო.
დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, საერთო ჯამში, რუსეთის მხარეს, დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 700 ათასია.
რადაკინის თქმით, რუსეთი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯავს საჯარო თანხების 40 პროცენტზე მეტს, რაც "უზარმაზარი ზეწოლაა" ქვეყანაზე.