"მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას ვწერთ" | "ძლიერი საქართველოს" ლიდერები

გამოქვეყნდა:

"მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას ვწერთ" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, სადაც ჩანს, როგორ წერენ განცხადებებს კუპრაძე და გაერთიანების კიდევ ერთი წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

ისინი ამბობენ იმასაც, რომ ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ.

პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა.

80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.

პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ, - დაწერა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, "კოალიციამ ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო განცხადება გააკეთეს, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და ცესკოს მიმართეს, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობა არ გასცეს.  

მათ ამ მიმართვაზე კი ცესკოში განაცხადეს, რომ უფლებამოსილების ცნობამდე, რეგისტრაციის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი