ცესკოს ცნობით, არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დაუმზადეს - როგორც კალანდარიშვილის უწყება წერს, ადმინისტრაცია დაუკავშირდება ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს მოწმობების გადაცემის მიზნით.
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.
შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით." ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა კოალიციურმა გაერთიანებებმა "კოალიცია ცვლილებისთვის, "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და ცესკოს ჯერ კიდევ გასულ კვირას მიმართეს, არ დაემზადებინა მათთვის დროებითი მოწმობები.
იხილეთ: