ევროკომისია უკრაინას დამატებით 4 მილიარდი ევროთი დაეხმარება - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი ავრცელებს.
"რუსეთის სასტიკი ომის მე-1000 დღეს ვუახლოვდებით. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მუშაობაში, ვიდრე ის გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს", - წერს ლეიენი.