"პუტინს მოვუწოდე, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება და გაიყვანოს ჯარები" | შოლცი

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მოვუწოდე, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება და გაიყვანოს ჯარები. რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმართული მოლაპარაკების სურვილი", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ზე წერს.

Reuters-ი გერმანიის მთავრობის  წარმომადგენელზე დაყრდნობით კი წერს, რომ ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას, შოლცმა უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით. შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა სპიკერმა.

მისივე თქმით, პუტინთან საუბრამდე, შოლცი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ საუბრის შემდეგ უკრაინის ლიდერს შედეგებს შეატყობინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი