დრონებმა იჟევსკამდეც მიაღწიეს | უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთში ქარხანა "კუპოლს" დაესხა თავს, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემები იწარმოება

გამოქვეყნდა:

კვირას ღამით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის უდმურტეთის დედაქალაქ იჟევსკში უპილოტო საფრენი აპარატი ელექტრომექანიკურ ქარხანა "კუპოლს" დაესხა თავს. დაშავდა ერთი ადამიანი.

"კუპოლი" აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, აგრეთვე სამრეწველო სამაცივრო აღჭურვილობას და აღჭურვილობას ატომური ელექტროსადგურებისთვის.

აქამდე უდმურტეთის ხელმძღვანელობას დრონების შეტევის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, აგვისტოში დრონები თავს დაესხა მეზობელ კიროვის რეგიონს. 2024 წლის გაზაფხულიდან რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმა თითქმის ყოველდღიურად ხდება. მოსკოვი დრონებით შეტევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა თავდასხმაზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი