პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ბაიდენის მიერ უკრაინისთვის, ამერიკული შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნას ეხმაურება და წერს, რომ ესაა პასუხი პუტინისთვის გასაგებ ენაზე:
"პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ომში ჩართვას და რუსული რაკეტების მასიურ დარტყმას ვ.პუტინისთვის გასაგებ ენაზე - უკრაინის მიერ დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით.
აგრესიის მსხვერპლს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.
ძალა აფერხებს, სისუსტე პროვოცირებას ახდენს." წერს სიკორსკი.
NYT-ის ინფორმაციით, ბაიდენმა უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა. წყაროს თქმით, უკრაინის ძალები რაკეტებს თავდაპირველად რუსეთის კურსკის რეგიონში რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ გამოიყენებენ.