"ასეთ რამეს არ აანონსებენ, რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან" | ზელენსკი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური რაკეტების გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

დასავლურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ევროპის ქვეყნების ნაწილმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათი რაკეტების გამოყენების ნება დართო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინა, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ. ზელენსკის თქმით, ეს იყო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი.

"მედიაში ბევრი იწერება, რომ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. მაგრამ დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. ასეთი რამეს არ აანონსებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან. აუცილებლად." - განაცხადა ზელენსკიმ.

კვირა საღამოს, ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო გამოიყენოს ამერიკული ATACMS ტაქტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმისთვის. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამავდროულად ფრანგულმა Le Figaro-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, თავის მხრივ, მისცეს ნებართვა გამოიყენონ Storm Shadow და SCALP რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი