"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა - ამჟამინდელი მთავრობის ხელში, ლიდერებმა უკან დახიეს საქართველო ევროპული გზიდან..." | ბორელი

გამოქვეყნდა:

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა - ამჟამინდელი მთავრობის ხელში, ლიდერებმა უკან დახიეს საქართველო ევროპული გზიდან..." - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა. 

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა ამჟამინდელი მთავრობის ხელში. ამჟამინდელმა ლიდერებმა უკან დახიეს საქართველო ევროპულ გზაზე. უგულებელყვეს ქართევლი ხალხის მისწრაფებები. ჩვენ, ყველას საქართველოსთვის გვინდა, რომ ის ევროპის გზას დაუბრუნდეს. ეს საჭიროებს ძალისხმევას. ჩვენ გავგზავნით მისიას. ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები უნდა გამოიძიონ. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სერიოზული ცვლილებები და ეს კონკრეტულ ქმედებებში უნდა გამოიხატოს. ძლიერი ცვლილებების გარეშე საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ქართველ ხალხს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი, როცა ვიყავი გასულ წელს ჩამოსული საქართველოში: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი, როცა საუბარია კანონის უზენაესობის პატივისცემაზე და ძირითად პრინციპებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, აშორებს საქართველოს მისი ევროინტეგრაციისგან", - განაცხადა ბორელმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი