"შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან მომხდარი თავდასხმის გამო 7 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პარიზში, სატირული გამოცემა "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან მომხდარი თავდასხმის გამო 7 პირი დააკავეს. თავდასხმა გუშინ, 25 სექტემბერს მოხდა. ადგილზე ხორცის საჭრელი დანით შეიარაღებულმა ადამინმა 2 პირი დაჭრა.

საქმის მთავარი ეჭვმიტანილი, იდენტიფიცირებული, როგორც პაკისტანური წარმოშობის 18 წლის კაცი, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ თქვა, რომ დანრჩენი ექვსი ადამიანი პატიმრობაში იმყოფებოდა და მიმდინარეობდა მათი დაკითხვა.

უწყება თავდასხმას განიხილავს, როგორც ტერორისტულ ინციდენტს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ეს "აშკარად ისლამისტური ტერორიზმის აქტია". 

ცნობისთვის, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 2015 წელს მომხდარ თავდასხმაზე სასამართლო პროცესი იმართებოდა. პროცესზე 14 ადამიანის დანაშაულს განიხილავდნენ, რომლებიც ბრალდებულები არიან ორი ჯიჰადისტის დახმარებაში 2015 წელს Charlie Hebdo- ზე თავდასხმის მოსაწყობად.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ჟურნალს "შარლი ებდოს" თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი მოკლეს. ამ ფორმით ტერორისტულმა სამყარომ ჟურნალის მთავარ გვერდზე დაბეჭდილ მუჰამედის კარიკატურას უპასუხა.

2015 წლის თავდასხმის შემდეგ Charlie Hebdo-მ ოფისი დაცალა და ახალ შენობაში გადავიდა.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი