"უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, "ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით".

"უკრაინის წინააღმდეგ ომი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. უკრაინელების ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს. ამას განიხილავდნენ დღეს წევრები და აბსოლუტური უმრავლესობით, მათ ჩათვალეს, რომ ეს ზუსტად [ასეა]. უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს. თუ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ჩვენ ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება, რომლის გადაცემაც შეგვიძლია დღეს", - განაცხადა ბორელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი