The Washington Post: ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა

გამოქვეყნდა:

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი  უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საოკუპაციო არმიის შეკავებაში უნდა დაეხმაროს. უკრაინული მხარე დიდი ხანია ითხოვდა აღნიშნულ შეიარაღებას მათ ფრონტის ხაზზე განთავსებისა და რუსეთის შეტევის შეკავების მიზნით. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პენტაგონი ამ მიწოდებას ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნაბიჯად მიიჩნევს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ე.წ. არამუდმივ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. ამ ტიპის საბრძოლო მასალა დროთა განმავლობაში კარგავს ბატარეის მუხტს, რაც მის თვითგანადგურებას იწვევს და რაც ამცირებს საშიშროებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. უკრაინა კი ვალდებულებას იღებს, რომ ნაღმებს არ განათავსებენ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი