რუსეთის აგრესიის 1000 დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა და მხარეები უკან დახევას არ აპირებენ. რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, რამაც კრემლი აღაშფოთა და პუტინს აიძულა, ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეეტანა.

თეთრი სახლის არჩეული ლიდერი დონალდ ტრამპი, რომელიც მოვალეობების შესრულებას მომავალი წლიდან შეუდგება, ირწმუნება, რომ ომს უკრაინაში ერთი ხელის მოსმით დაასრულებს, თუმცა, როგორ გააკეთებს ამას, არ აკონკრეტებს. ბრიუსელი ტრამპის განცხადებებს სიფრთხილით უყურებს და აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი