წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე...არავითარი წესის დაჩქარების საჭიროება არ არის | ტურავა პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელებზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის სარჩელი დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, ის გუშინ შემოვიდა. საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს, ხომ არ აქვს რაიმე ხარვეზი და ვფიქრობ დღის ბოლომდე გადაწყდება მისი რეგისტრაციის საკითხი - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულადაა შემოსული და ისინი ერთად განიხილება.

"შინაარსობრივად ისინი თითქმის ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. სარჩელები ჯერ გაერთიანებული არ არის, რადგან მეორე სარჩელი ამ ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას გადის და  რეგისტრირებული არ არის.

 პირველი სამი დღის ვადაში დარეგისტრირდა, რაც შეეხება მეორეს ისიც სამი დღის ვადაში დარეგისტრირდება.

 ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, ორივე ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს. პირველი გამწესრიგებელი სხდომის ფორმატით. წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე. რეგისტრაციიდან  ერთი თვის განმავლობაში წარმოებაში მიღების საკითხი დასრულებული უნდა იყოს.

 აქ არავითარი წესის დაჩქარების საჭიროება არ არის, რადგან ეს საკითხი ისედაც კანონმდებლობიდან გამომდინარე დაჩქარებულია"- განაცხადა მერაბ ტურავამ. 

რამდენად კონსტიტუციურია 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა, ტურავამ განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან ის განხილვის საგანი არ არის.

პარალელურად, “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება არჩევნების არაკონსტიტუციურობის თაობაზე  სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” წევრმა ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გააგზავნეს.

პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შევიდა, 20 ნოემბერს კი რეგისტრაციის ეტაპი გაიარა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი