"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ "ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს" | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ "ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ოპოზიციური გაერთიანება 19-20 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების პროცესებსა და მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებს ეხმაურება.

"სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ მათ და მათ ოჯახებს. 

"ქართული ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უკანონოდ, ძალისმიერი მეთოდებით აკავებს ქართველ პატრიოტებს, მათ, ვინც, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, მშვიდობიანად ითხოვენ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რაც არის ჩვენი სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზა და, შესაბამისად, საშუალება, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოიპოვოს გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბედნიერება. 

ივანიშვილის რეჟიმი ვერ მიაღწევს მიზანს, დააშინოს და გააჩეროს საქართველოს მოქალაქეები - ისტორია გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყველაზე ერთიანი, მტკიცე და პრინციპული არის მაშინ, როდესაც სისტემა ჩაგვრასა და რეპრესიებზე გადადის, - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი