მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და მეათე მოწვევის დეპუტატეის სარჩელს წარმოებაში, სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია - ბათუმში, სასამართლოს პლენუმის რამდენიმესაათიანი შეკრების მიუხედავად, გადაწყვეტილება უცნობია. დიდი ალბათობით მოსამართლეები ხვალ იტყვიან მიიღებენ თუ არა წარმოებაში საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებს, რომლითაც მოსარჩელეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაშინ, პარლამენტის რეგლამენტის თანხმად, ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვერ გაიმართება.