თავისუფლება მათე დევიძეს! - მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ და 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციას თსუ-ს ეზოში შეკრებილი სტუდენტების ნაწილიც უერთდება. ისინი "ოცნების" ხელისუფლებას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მათე დევაძეს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, 48-საათიანი წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს, 21 ნოემბერს ამოეწურა. აქტივისტს წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მათე დევიძემ, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი