აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
ახალი სანქციები გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხავს ბანკს და მის ექვს შვილობილ კომპანიას, რომლებიც ლუქსემბრუგში, ჰონგ-კონგში, კვიპროსში, შვეიცარიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარეობენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი "გაზპრომბანკს" უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენ არხად იყენებდა. ასევე, მოსკოვი ამ ბანკის მეშვეობით უხდიდა თავის ჯარისკაცებს ფულს და კომპენსაციებს ურიცხავდა საბრძოლო ქმედებებში გარდაცვლილთა ოჯახებს.
"გაზპრომბანკი" ბოლო დაუსანქცირებელი ბანკი იყო.