"მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა... როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება" | ლიზა თირქია 5 პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებაზე

გამოქვეყნდა:

"საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა. მისვლის შემდგომ, როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი, ლიზა თირქია წერს, რომელმაც დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას 5 პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ.

"ჩემზე გამოძიების დაწყებას ჩემი და ჩემი მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ, თუმცა გამორჩათ ფაქტი, რომ მანამდე წიწაკის სპრეიმაც არ გაჭრა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი. აქამდე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავსი "შეცდომები" საგამოძიებო უწყებების მხრიდან, თუმცა ახლა აღარაფერი მიკვირს. რაც შეეხება გამოძიებას - გამომძიებელს ყველა ფაქტი დეტალურად მოვუყევი, თუმცა იმ უწყებისგან, რომელსაც დღემდე არ გამოუძიებია არცერთი ძალადობის ფაქტი, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სამოქალაქო აქტივისტებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მე აღმოვჩნდები ის ერთადერთი" , - წერს თირქია.

ფაქტს გამოეხმაურა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც და სიცრუე უწოდა აქტივისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი