ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის 34 მოღალატეს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით 34 პირს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოჩამორთმეულ პირთა შორის არიან

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე რენატ კუზმინი;
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი;
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი;
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ ფშონკა;
III-IX მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ანდრეი დერკაჩი;
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი.

გარდა ამისა, სიაში ასევე შედიან პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი, სახალხო დეპუტატი ოლეგ ცარევი, ასევე ხელოვანები ნიკოლაი ბასკოვი, ფილიპ კირკოროვი, ანი ლორაკი, ალექსანდრე მალინინი და ტაისია პოვალი.

სანქციების მაქსიმალური კომპლექტი გამოყენებული იქნა ათ პირზე, მათ შორისაა არა მხოლოდ ჯილდოს ჩამორთმევა, არამედ აქტივების ბლოკირება, ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმება, ასევე სავაჭრო ოპერაციების სრული შეწყვეტა. მათ შორის შვიდს სანქცია პირველად დაეკისრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი