"ოცნების" საარჩევნო "კარუსელი" და გაყალბების სქემა შიდა ქართლში | Post Factum-ის ჟურნალისტური ექსპერიმენტი გაყალბებაში უშუალოდ მონაწილე პირებთან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საარჩევნო "კარუსელი" და გაყალბების სქემა შიდა ქართლში - Post Factum-ის გადამღები ჯგუფი გაყალბებაში უშუალოდ მონაწილე რამდენიმე პირს, "ქართული ოცნების" მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლის სახელით დაუკავშირდა.

გუბერნატორის ოფისი, მერია, ცესკო, "ქართულ ოცნებასთან" რაღაც ვალში მყოფი ბიზნესი - გაყალბების სქემაში ხელისუფლების ყველა რგოლი ჩართულია, და ყველას თავისი მკარად განსაზღვრული ფუნქცია აქვს. ეს კარგად ორგანზიებული კრიმინალია, რომლის შედეგი ათი ათასობით გაყალბებული ხმაა. 

გოჩა ჩალაურის, ასევე გაყალბებაში მონაწილე სხვა პირების მონაყოლიდან გამომდინარე, Post Factum-მა აღადგინა მოვლენათა ჯაჭვი, რა ხდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს. მათ შორის ერთ-ერთმა ფიგურანტმა დაადასტურა კიდეც, რომ რამდენიმე უბანზე იყო შესული. ასევე ჩვენ მოვახერხეთ იმათი იდენტიფიცრებაც, ვინც საარჩევნო უბნებთან სხვა ადამიანების პირად ნომრებს არიგებდნენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი