თავისუფლების მოედანზე მობილიზებულ საპოლიციო ძალებთან ხარებაც მივიდა

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მოედანზე მობილიზებულ საპოლიციო ძალებთან გდდ-ის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ. ხარება მივიდა. ჩვენი კორესპონდენტის მიერ ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე ის საკუთარი მანქანით, რუსთაველის გამზირიდან მივიდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს და "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებიან. პარლამენტის უკანა შესასვლელთან 09:00 საათზე, დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით - "ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა".

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი