შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე თემურ ხუბულური უარყოფს, რომ არჩევნების გაყალბების სქემის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარში გადაცემა "პოსტ ფაქტუმში", ერთ-ერთი გამყალბებლის აღიარებით ჩვენებას ტყუილს უწოდებს - "რა სისულელეებს ლაპარაკობთ, ვინ ნომრები, რა ნომრები.. რას ვკურირებდი, მე ვიყავი შტაბის უფროსი, რეებს ლაპარაკობთ" - ამბობს ხუბულური სატელეფონო კომენტარის დროს.
ბრალდებებს უარყოფს გორი მერის მოადგილე თამაზ შიოშვილიც - "სიცრუეა, ეს არის ტყუილი, დამიჯერეთ" - ამბობს შიოშვილი.
შეგახსენებთ, გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ მოქალაქე გოჩა ჩალაურთან, რომელიც არჩევნების გაყალბების, კერძოდ კი, ე.წ. კარუსელის მონაწილე იყო. დგინდება, რომ "ოცნებას" მობილური ჯგუფები ჰქონდა შექმნილი, რომლის წევრებიც სხვადასხვა უბნებზე, უცხო ადამიანების პირადი ნომრებით ხმებს უპრობლემოდ აძლევდნენ. ამ მეთოდით, ოცნებამ გორში თითქმის 20 ათასი ხმის მობილიზება შეძლო.
ჩალაურის თქმით, არჩევნების გაყალბების სქემაში ჩართვის შეთავაზება მატერიალური სარგებლის დაპირებით, გორის მერის მოადგილისგან მიიღო.
Post Factum-თან აღიარებითი ინტერვიუს შემდეგ, ჩალაურმა ქვეყანა დატოვა.
იხილეთ: