დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

"რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დღეს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტიპის „ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დასანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ უკვე 73-ს მიაღწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი