27 ნოემბერს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის ესკალაციურ გამოყენებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

27 ნოემბერს, ეუთო მუდმივმოქმედი საბჭოს სპეციალურ სხდომას გამართავს. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის ესკალაციურ გამოყენებას განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

რუსეთის ეს ნაბიჯი, პუტინის თქმით, საჭირო გახდა რუსეთის მიმართ დასავლეთის პროვოცირებული რეგიონული კონფლიქტის გამო, რამაც "უკრაინაში გლობალური ხასიათის ელემენტები" შეიძინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი