"ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვები ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით - ხუთშაბათს კენჭს ვუყრით რეზოლუციას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დისკუსიის დაწყებისას საუბრობს.
"როგორც ვიცით, 26 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც თან სდევდა დაშინება, მოსყიდვა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვები ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. 25 ნოემბერს კი საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელშიც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, არ იყვნენ მიწვეულები უცხოელი დიპლომატები და მინდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ეს საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგან ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ამ არჩევნების მიმართ. ხუთშაბათს ჩვენ კენჭისყრაზე გავიტანთ რეზოლუციას საქართველოს თაობაზე, რომლის სახელწოდებაა "გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - ამბობს აუსტრევიჩუსი.