"რეალობა ასეთია: უკრაინა ჩვენთვის იბრძვის. ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის" | ბლინკენი G7-ის სამიტზე

გამოქვეყნდა:

რეალობა ასეთია: უკრაინა ჩვენთვის იბრძვის. ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიაში, G7-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ასე რომ, უკრაინის მხარეს დგომა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესია. ჩვენ ასევე ვასრულებთ 50 მილიარდი დოლარის გადაცემას, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე", - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, G7-ის პარტნიორებმა დაასკვნეს, რომ უკრაინას აქვს ფული, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ძალები 2025 წელს ეფექტურად საბრძოლველად ან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მისივე თქმით, ეს ითქვა ძლიერების პოზიციიდან.

იტალიაში  “დიდი შვიდეულის” ორდღიან შეხვედრას მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

25 ნოემბერს დღის წესრიგის მთავარი თემა ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იყო.

შეხვედრაზე შეიკრიბნენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც  შეუერთდნენ საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მინისტრები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი