ცნობილი გახდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პროექტი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მასში პირველად მოხვდნენ ჩინეთის კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, ასევე ჩრდილოკორეელი სამხედროები და მსხვილი რუსული დეველოპერული კომპანია „პიკი“.
სანქციების წინასწარ სიაში შევიდნენ ასევე მომღერალი ლარისა დოლინა, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, გაზპრომის თანამშრომლები, ჩინელი ბიზნესმენები, ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და თავდაცვის მინისტრი. სულ საუბარია 29 სუბიექტსა და 54 ფიზიკურ პირზე. როდის დასრულდება მუშაობა მომდევნო, მე-15 პაკეტზე, ჯერჯერობით უცნობია.