აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა, - ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.
მიმდინარე წლის ივნისში, კელოგმა უკრაინის გეგმა შეიმუშავა ფრედ ფლეიცთან ერთად, რომელიც ასევე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი ტრამპის დროს.