ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, ნუ მისცემთ უფლებას მოგპარონ თქვენი მომავალი | დმიტრო კულება

გამოქვეყნდა:

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთი საქართველოში იგივე სცენარით მოქმედებს, რასაც ის 2013 წელს უკრაინაში აკეთებდა. კულება ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.

"საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ თავის მცოცავ დათმობებს, ე.წ უკრაინული სცენარის თავიდან არიდებით ფუთავდა, გულისხმობდა რა, რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

სამწუხაროდ, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა სახის. საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს 2013 წლის უკრაინას. ივანიშვილი, როგორც იანუკოვიჩი მაშინ, მიჰყვება იგივე სქემას.

ზუსტად 11 წლის წინ 2013 წლის ნოემბერში დაიწყო ღირსების რევოლუცია უკრაინაში. მაშინ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც საერთო ეროვნული პროტესტი გამოიწვია. უკრაინელებმა უარი თქვეს თავისუფლების დათმობაზე და მათმა ბრძოლამ ისტორიის მსვლელობა შეცვალა.

საქართველოს შაბლონი ცნობილია: ჯერ თავისუფლებას წაართმევენ, მერე დაიწყებენ ცემას, მერე კეთილდღეობაც ქრება, საბოლოოდ კი რუსეთი გადაგყლაპავთ.

მათ ვინც თბილისის ქუჩებში დგანან: თქვენი დღევანდელი ბრძოლა - ეს არ არის მხოლოდ პროევროპული ან პრორუსული პოზიცია; ეს არის ბრძოლა თავისუფალი ცხოვრების ფუნდამენტური უფლებისთვის. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - ნუ მისცემთ უფლებას მოგპარონ თქვენი მომავალი." - წერს კულება X-ზე.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი