ნიკა მელიაზე თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი facebook-ზე ეხმაურება და "განწირული რეჟიმის ფართხალს" უწოდებს.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლის მეთოდებად მხოლოდ ძალადობა და დაშინება დარჩა
ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი - ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა." წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გლდანულაში, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ქვები დაუშინეს.
გარდა ამისა, ოპოზიციის მხარდამჭერებს დღეს ბოლნისშიც დაესხნენ თავს.