აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთოხების საბჭოს მოწვევას სთხოვენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამშვიდობო როლი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მიმდინარე დაპირისპირებისას.
მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება მზად იყოს მოვლენათა სხვადასხვანაირი განვითარებისთვის. ომის შემთხვევაში, ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი განვითარდება. საჭირო, საქართველოს სტარტეგიული და ეროვნული ინტერესების დაცვა - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით კი, საქართველო მზადაა, ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.
ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საიმინისტრო, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუყწოს კონფლიქიტს დეესკალაციას.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.