თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას აპირებს. ეს მას შემდეგ, რაც 3 დღის წინ, თეონა თამაზაშვილმა მიმართა მათავარ პროკურორს შეხვედრის თხოვნით, თუმცა, ირაკლი შოთაძისგან მას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"ყურადღება გადაიტანეს ფურცხვანიძეზე... ალბათ, იმედი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ არჩევნებში და ჩაფარცხავენ ამ საქმეს და ბედნიერად იცხოვრებენ. მივმართავ უკიდურეს ფორმას, წავალ დავუჯდები იქ და აქციებსაც დავაანონსებ" - ამბობს თეონა თამაზაშვილი "მთავართან" 

აქვე, ცნობილი ხდება, რომ პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ლუბარეცი ამბობს, რომ ის ლოკაციებს ეძებდა, როგორც სხვა ყველა, ბაჩალიაშვილის დაკარგვის დღეებში, ხოლო პროკურატურაში გამოკითხვისას საუბარი "ვილა ალგეთს" შეეხო, რადგან ძიებისას ლუგარეცმა ეს ლოკაციაც ნახა.


აღსანიშანავია ისიც, რომ გამოძიებისგან აქამდე ჩატარებული ექსპერტიზის ყველა დასკვნას ითხოვენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებიც. ისინი ფიქრბენ, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავებით, პროკუტარას მკვლელობის საქმის ჩაფარცხვა უნდა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და მისი მხარდაჭერი კოლეგა ეკა კობესაშვილი ამ წუთებში პროკურატურაში იმყოფებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღესვე ადვოკატების მხარდამჭერი აქცია გაიმართა პროკურატურასთან. ადვოკატები, რომლებიც რამიშვილის მხარდასაჭერას უკვე მეორედ გამოხატავენ, ფიქრობენ, რომ დავით ფურცხვანიძის შემდგომ, ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილსაც დააკავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი