ფურცხვანიძის შემდგომ, რამიშვილს დააკავებენ - ადვოკატების მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან

გამოქვეყნდა:

მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, პროკურატურასტან ადვოკატები შეიკრიბნენ.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ დავით ფურცხვანიძის შემდგომ, ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილსაც დააკავებენ.

ადვოკატები ასევე ფიქრობენ, რომ  ხელისუფლება ახლა ფურცხვანიძის დადანაშაულებით  ცდილობს ბაჩალიაშვილის მკვლელობის გადაფარვას. ადვოკატები ბაჩალიაშვილის საქმეზე, აქამდე ჩატარებული ყველა ექსპერიმენტისა და ექსპერტიზის მასალების შედეგებსა და ვილა ალგეთის ტერიტორიაზე დამატებითი ექსპერიმენტის ჩატარებასს მოიხოვენ.

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიშვილის საქმის ერთერთ ფიგურანტსა და სატელიტური ფოტოების გამავრცელებელს, დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად 26 სექტემბერს წარედგინა. მას პროკურატურა ფალსიფიცირებული სატელიტური ფოტოების წარდგენას ედავება. 

აქვე, ეს არ არის მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერი პირველი აქცია.  ადვოკატების საპროტესტო აქცია სამოქალაქო სასამართლოსთან 23 სექტემბერსაც გაიმართა. კოლეგეების აზრით, პროკურატურის მხრიდან ზეწოლა და მიზანი ემსახურება იმას, რომ იურისტებმა გახმაურებული საქმეები ვერ გამოიძიონ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი