"ასობით ადამიანი წარსდგა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე, მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის" | ნინო კვიტაიშვილი

გამოქვეყნდა:

17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს, რომლის აცილების შუამდგომლობაც ადვოკატებმა ტექნიკური შესვენების გამოცხადებამდე დააყენეს. აღნიშნულ საქმეზე კანონდარღვევას ედავებიან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრ ნინო კვიტაიშვილსაც.

"ასობით ადამიანი წარსდგა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე, მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის. ეს არის რეჟიმის ხელწერა. რეჟიმი თავის ბოლო დღეებს ითვლის და როგორც სჩვევიათ, მიმართავენ განწირულ სულისკვეთებას და გადასულები არიან მაქსიმალურ აგრესიაზე. ყველა რეჟიმი რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიემართება, მარცხდება ხალხის მიერვე." - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

იხილეთ ასევე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი