ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, PCR ტესტები მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარდება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, PCR ტესტები მხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარდება.  ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებით, რეკორდულად გაზრდილი კოვიდ მაჩვენებლის შემცირებას მართველი გუნდი ხელოვნურად აპირებს. 

ანალიტიკოსები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ - აგრესიულმა კვლევამ მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი გამოავლინა და მოუმზადებელი სისტემა ვერ ახერხებს პაციენტების დროული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველჰყოფას. 

ამას გარდა, წითელ ზონად გამოცხადებულ ბათუმში პაციენტებისთვის საკმარისი რაოდენობა, არც კლინიკებშია და არც საკარანტინე სივრცეში.

შეგახსენებთ, აჭარაში ლოგინების ნაკლებობაზე, ვახტან კალოიანმა გადაცემა "დღის სტუმარში" გასულ კვირას ისაუბრა და თქვა მაქსიმუმ 30-40 საწოლია, მაშინ როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 100-150-ზე მეტია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი